ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ საქართველო დინამიურად ვითარდება – ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე ხედავს საქართველოს დინამიურ განვითარებას.

„ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ საქართველო დინამიურად ვითარდება, რეგიონში ლიდერია. ჩვენ, ევროპის საინვესტიციო ბანკი ვართ ევროკავშირის საინვესტიციო ინსტრუმენტი და ჩვენი საქმიანობა ადასტურებს, რომ საქართველო უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილია. ახალი გზების მშენებლობისთვის, არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარებაა, 250 მილიონი ევროს გამოყოფა საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ევროპას უფრო დაუახლოვდეს და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და მისი პოტენციალი გამოიყენოს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ვერთვებით კლასიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ვაუმჯობესებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც გზების, რკინიგზის განვითარებაში გამოიხატება. ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პრემიერმა ბრძანა, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, ქვეყანას ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ადამიანური კაპიტალის, ისტორის, გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ინოვაციური ლიდერია რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივაში დიდი სიამოვნებით ვერთვებით და საქართველოს უფრო მეტ ინოვაციურ პროექტში დავეხმარებით და დავუჭერთ მხარს. ეს 250 მილიონი ევროს მოცულობის სესხი არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის – 6,1 მილიარდი ევროს ფარგლებში გამოყოფილი დახმარება, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოიყო“ – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

მიხეილ ბატიაშვილი გლობალური ჯილდოს ფინალისტს სოფელ ჩიბათში ესტუმრა. „ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა ...