ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

თბილისის მერი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა შვედეთის ელჩს თბილისში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ავტობუსების არსებული პარკის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე, ამავე მიზნით, მიმდინარეობს მეტროს რეაბილიტაცია და მოძრავი შემადგენლობების დამატება; დაგეგმილია მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტის განხორციელება.

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მერმა შვედეთის ელჩს ტაქსებით მომსახურების მოწესრიგების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ზონალური პარკირების შემოღების გეგმა და ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანის წახალისების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

კახა კალაძემ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მეტი მწვანე სივრცის შექმნას გულისხმობს. საუბარი შეეხო ძველი თბილისის, ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციის პროექტებს.

თავის მხრივ, შვედეთის სამეფოს ელჩმა თბილისის მერს შვედეთის გამოცდილება გააცნო და მათ განხორციელებაში დახმარება შესთავაზა ისეთ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება და მწვანე სივრცეების შექმნა, რაშიც შვედეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამასთან, ულრიკ ტიდესტრომმა კახა კალაძეს შესთავაზა, ნარჩენების სეპარაციის პოპულარიზაციას მიზნით დაწყებულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდეს.

შეხვედრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა შვედეთის ელჩს მხარდაჭერისა და იმ პროექტებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც თბილისში შვედეთის სამეფოსთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი არხის კონტრაქტორი კომპანიის “ინტერმედიას” დირექტორის სამუშაო კაბინეტში ...