ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ხაზარაძე პოლიტიკაში მოდის? – როგორ აფასებენ ექსპერტები „თიბისის“ დამფუძნებლის ბანკიდან წასვლას

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საინტერესო და გასარკვევია, რამ მიაღებინა მამუკა ხაზარაძეს გადაწყვეტილება, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო დაეტოვებინა. რაც შეეხება შესაძლო მიზეზებს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძემ პირადი და ბანკის ინტერესები გამიჯნა.

„მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია. ბანკი ძალიან სენსიტიური სტრუქტურაა და ნებისმიერმა ასეთიმა ტიპის რყევებმა შეიძლება გამოუსწორებელი, შეუქცევადი რყევები გამოიწვიოს, ცამდე მართალიც რომ იყოს. შესაბამისად, არსებობს უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე პირადი ემოციებია. მან თავისი პირადი ქეისი და ბანკის ქეისი გამიჯნა, ბანკი დააზღვია რისკებისგან“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, ამ ფონზე ხაზარაძის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ალბათობა გაიზარდა, თუმცა ბოლო წვეთი მაინც ანაკლიის პორტი და ის პროექტია, რომლის განვითარებისთვის ბრძოლა დააანონსა ხაზარაძემ.

„ვფიქრობ, რომ შანსები გაიზარდა, შანსი იმისა, რომ ხაზარაძე, საბოლოო ჯამში, პოლიტიკაში აღმოჩნდეს, გაიზარდა. რამდენად გაიზარდა ძნელი სათქმელია, იქიდან გამომდინარე, რომ ის აპირებს ანალიის პროექტისთვის ბრძოლას, მე სანამ ბოლო იმედი არ გადაიწურება, მანამდე მის პოლიტიკაში ინტეგრაციას არ ველოდები, მაგრამ თუ პორტშიც იგივე რისკები განვითარდა, გამოსარიცხი არაფერია“ – ამბობს ხუხაშვილი.

წყარო: newposts.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ემსახურება დამოუკიდებელი სასამართლოს მიღებას! – გიორგი ლაღიძე

პარტია ‘‘მომავალი საქართველო”-ს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ ტელეკომპანია ”თრილეთი”-ს ეთერში ვენეციის კომისისს მიერ დაწერილ რეკომენდაციაზე ისაუბრა. ...