ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ივანიშვილი ხაზარაძეს ანაკლიის პროექტიდანაც გააგდებს – ოთო კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანშვილი მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტიდანაც გააგდებს.

„ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეს დაატოვებინა მის მიერ შექმნილი ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიყვანა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად აქცია.

პროკურატურის განცხადება – ხაზარაძე ფულის გათეთრებაში ფიგურირებსო და ეროვნული ბანკისგან მისი გადადგომის მოთხოვნა უმძიმესი დარტყმა იყო თიბისისთვის – ბანკის აქციების ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო.

ლოგიკურია, რომ ორ მთავარ რეგულატორთან დავის გაგრძელების შემთხვევაში ზიანი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, შესაბამისად, ხაზარაძის გადაწყვეტილება ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე ალბათ მაინც სწორი იყო.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც განწირულად მოსჩანს ამ სიტუაციაში. მარტივია – რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს (საუბარია ათეულობით და ასეულობით მილიონზე) პროექტში, რომლის ხელმძღვანელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება? არავინ.

შესაბამისად, ივანიშვილი ხაზარაძეს პორტის პროექტიდანაც გააგდებს. სავარაუდოდ წელს ზაფხულში მორჩება ეგ ამბავი. მიზეზი იქნება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა.

მთავარი დასკვნები, რომელიც ცხადად გამომდინარეობს აქედან:

– სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად არ გვაქვს;
– ივანიშვილი არის უაღრესად საშიში ჩვენი ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის.

ამიტომ, თუ გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო და არა ოლიგარქის ბაღჩა-ბოსტანი, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ივანიშვილი გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ“ – წერს კახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარია. ...