ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე „თიბისი ბანკიდან“ მამუკა ხაზარაძის წასვლას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:

„მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს. ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – ან წასვლა, ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება. უცხოელმა პარტნიორებმა, როგორც ჩანს, ფული არჩიეს სამართლიანობას. შეიძლება ვერც გაამტყუვნებ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლი და ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი ახირებული კაცი მართავს.

ახლა ჩვენი ვალია, ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია. მას ასე ადვილად ვერ დაითრევს. იქ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები დევს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება პარლამენტში, მზად უნდა იყოს გადადგომისათვის. მას დაკარგული აქვს ნდობა. ამის გარეშე კი მისი იქ დარჩენა მხოლოდ ზიანის მომტანია“ – წერს გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარია. ...