ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ფალსიფიცირებული ხინკალი, კოტლეტი და გუფთა – ბათუმში დაკავებულია ორი ადამიანი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ – თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტებს (კოტლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს – მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...