ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ქოცებს ჭკუა დაუშლიდათ თუ ნამუსი?! – მივიღეთ ქვეყანა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია „თიბისი ბანკიდან“ მამუკა ხაზარაძის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„რაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება. უსაქმური, უნიათო, უსწავლელი და ლაჩარი მაგინებელი, რომელიც შენი ლანძღვით საკუთარ უ-ს გადაფარავს. სწორედ ამიტომ, უნდა მიაფურთხო ამათ ყველას და ცალ-ცალკე…

არის მეორე საშიშროებაც. ამ არარაობების იგნორირებისას ძალზე შორს შეიძლება შეტოპო, გამწარდე, გაბოროტდე ყველასა და ყველაფერზე და ადამიანობაცა და კანონებიც ფეხზე დაიკიდო. ამისათვის უნდა გქონდეს ღუზა, რომელიც დაგეხმარება და ეს არის შენი შინაგანი მორალური კანონი და შენდამი მონდობილთა ბედ-იღბალი.

მე არ ვაპირებ ახლა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული პერიპეტიებისა და საქმიანობის გარჩევას, ვეცდები დავწერო მოგვიანებით საკუთარი მოსაზრება. უბრალოდ ვიკითხავ:

რა სჯობდა, 2 მილიონი კლიენტის და 10 ათასი თანამშრომლის კეთილდღეობის დარტყმის ქვეშ დაყენება?! ქოცებს ჭკუა დაუშლიდათ თუ ნამუსი?! ქვეყანაში, სადაც კანონი, სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა ერთ კაცზეა მორგებული?! ეს ქვეყანა გვინდოდა ჩვენ და აჰა…

დარჩებოდა – იტყოდნენ, საკუთარ თავს უნდა ყველაფერი გადააყოლოსო. წავიდა – ამბობენ, გაიქცაო. ამიტომ დასაწყისში დაწერილი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო.

პ.ს. იმედი მაქვს, ხაზარაძე ქმედით ბრძოლას გააგრძელებს“ – წერს ცოტნე გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...