ბათუმში, რესტორან “სანრემოს” მიმდებარე ტერირორიაზე 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბრიგადას ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.