ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

უახლოეს დღეებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.

23 თებერვალს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, აღმოსავლეთ საქართველოში კი +10, +15 გრადუსამდე დათბება.

24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

ქ. თბილისში 22-24 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 25 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 22 და 24-25 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

პენიტენციური სამსახური დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი – ინფორმაციას ...