ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ივანშვილის სურვილია, რომ განთავისუფლდეს იმ ძველი, 2012 წლის “გუნდელებისგან”! იშლება თუ არა „ოცნება“? – კირვალიძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ საპატლამენტო უმრავლესობას მალე დაემშვიდობება.

როგორც პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალძე ვარაუდობს, მმართველი გუნდის დაშლის ალბათობა მაღალია და მეტიც, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

კითხვა, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს – დატოვეს თუ დაატოვებინეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს თანამდებობები? კირვალიძე გვპასუხობს, რომ ოცნების წევრებს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ გუნდი დატოვეს.

“შეუქმნეს პირობები”, რომ დაეტოვებინათ “გუნდი”, როგორც პარტიის თავმჯდომარე უწოდებს “ქართულ ოცნებას”! ამის უკან დგას თავად ივანიშვილი, რომელსაც სურს განთავისუფლდეს იმ ძველი, 2012 წლის “გუნდელებისგან”, რომლებსაც მის უკითხავად, თუნდაც 1% დამოუკიდებლი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ! ამისთვის ის იყენებს იმ ახალგაზრდა და უავტორიტეტო “გუნდელებს”, რომლებიც 2016 წელს შეიყვანა პარლამენტში და რომლებსაც არანაირი რეიტინგი არა აქვთ მოსახლეობაში!

უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში პარტია „ქართული ოცნების“ დაშლას?

ამასაც ივანიშვილი გადაწყვიტავს, თუ ისე ვერ დაალაგა და გადაასხვაფერა “გუნდი”, მაშინ, როგორც შექმნა ისევე დაშლის!

რა პოლიტიკური რეფორმები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ არ დაიშალოს?

“ქართული ოცნება” ისე დაშორდა ხალხს, რომელმაც მას 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვება მოაპოვებინა, რომ ქვეყნისთვის ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ მისი “არ დაშლისა”, ისევე როგორც “ნაცმოძის” დისკრედიტირებული ძალისა.

უნდა ველოდოთ თუ არა ახალ პოლიტიკურ პარტიას და არის თუ არა შანსი იმისა, რომ ბესელია და ხაზარაძე ერთ პოლიტიკურ გუნდში ვიხილოთ?

შესაძლებელია, თუმცა ვერანაირ პოლიტიკურ რესურს ვერ ვხედავ “გუნდიდან გასულებში”! რაც შეეხება ბესელია-ხაზარაძის გაერთიანებას ვფიქრობ, რომ გამორიცხულია, – “სად ე-კა და სად მამუ-კა”!

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გაქაჩავენ თუ არა ექსოცნებისტები მესამე პლატფორმას?! – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მმართველ გუნდში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით აფასებს: “საინტერესო დეტალია, “ქართულ ...