ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

მიხეილ ბატიაშვილი გლობალური ჯილდოს ფინალისტს სოფელ ჩიბათში ესტუმრა.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედბითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი – მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ“ – განაცხადა მინისტრმა.

სოფელ ჩიბათში მინისტრის ჩასვლას თავად ლადო აფხაზავა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მისთვის სასიხარულოა, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასდება.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთი ოკუპანტია! – გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გუშინ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება: “განვიცდი ...