ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პანკისის ხეობაში ვითარება დაიძაბა – ადგილზე სპეცრაზმმა მძიმე ტექნიკა ე.წ. კობრა შეიყვანა

ამ წუთებში, პანკისის ხეობაში უკიდურესად დაძაბლული ვითარებაა. როგორც ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა GNN-თან საუბრისას აცხადებს „დღეს რაც ხდება პანკისის ხეობაში, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯი და ამაში ორი აზრი არ არსებობს!“.

ადგილზე სპეცრაზმმა მძიმე ტექნიკა ე.წ. კობრა შეიყვანა. არსებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ. ცრემლსადენ გაზს ისვრიან ჟურნალისტების მისამართითაც.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. ადგილობრივები კი პოლიციას ქვებს ესვრიან. არიან დაშავებულები როგორ აქციის მონაწილეებს, ასევე სპეცრაზმს შორის.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხეობაში ჰესების მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარია. ...