ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

„არა ბატონებო, ასე არ გამოვა – დააშავა?! – ვინმემ პასუხიც უნდა აგოს!“ – გიორგი ლაღიძე

პანკისში მიმდინარე დაპირისპირებას პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით პანკისის ხეობაში პოლიციაზე მასობრივი თავდასხმა და ვანდალიზმის ფაქტები ანტისახელმწიფოებრივი და დაუშვებელია!

“პანკისის ხეობის მოსახლეობას აქვთ უფლება, მშვიდობიანად გააპროტესტონ ჰესის მშენებლობა, მაგრამ პოლიციაზე მასობრივი თავდასხმებისა და ვანდალიზმის აშკარა ფაქტები ანტისახელმწიფოებრივი და დაუშვებელია!

ასე სად არის?! სპეცრაზმი რატომ შემოიყვანეთ ჩვენს ხეობაშიო, ეს საქართველოა და ქართული პოლიცია მართლწესრიგის აღსადგენად სადაც უნდა იქ გადაადგილდება, კიდევ ერთი პანკისელების მუქარანარევი განცხადებები, რომ იმ ადამიანებმა ვინც დანაშაული ჩაიდინეს თუ დააკავეს ისევ დაპირისპირება დაიწყებაო.

პროვოკაციაა და მეტი არაფერი, საქართველოს სახელმწიფომ მათვის ძალიან ბევრი გააკეთა, როდესაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან დევნილები მივიღეთ და (სწორადაც მოვიქეცით) ამის გამო პუტინმა არაერთგზის დაბომბა პანკისის ხეობა, ჩვენ ეს ყველაფერი ავიტანეთ, შევიფარეთ მოქალაქეობა მივეცით, ახლა ძალადობენ ქართულ პოლიციაზე, როგორც გავიგე პოლიციის ახალი შენობის გახსნის წინააღმდეგნიც ყოფილან! არა ბატონებო, ასე არ გამოვა – დააშავა ვინმემ პასუხიც უნდა აგოს კანონით, რაც შეეხება ჰესის საკითხს ვიმსჯელოთ და ხალხის აზრის გათვალისწინებით მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს არის დემოკრატიის და მართლწესრიგის ადათ-წესი!” – აცხადებს ლაღიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარია. ...