ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცინიკური განცხადება – არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის საშუალებით კობახიძის გადადგომას ეხმაურება.

“კობახიძის გადადგომა, სამწუხაროდ, ის მინიმუმიც კი არაა, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება ხელისუფლებას. “ქართული ოცნება” სრულად დელეგიტიმირებულია და ახალი პოლიტიკური ლეგიტიმიზაციისათვის აუცილებლად უნდა ჩატარდეს მინიმუმ ახალი, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ
პროპორციული ფორმატით.

“ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცინიკური განცხადება და ცინიკური შეფასება მოვლენებისა.

მასშტაბურობისათვის, ვფიქრობ, აუცილებელია მოხდეს საზოგადოების ზეწოლა პრეზიდენტზეც, რომელსაც შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, რაც დღეს უკვე მისი ვალდებულებაა.

ასევე აუცილებელია გაგრძელდეს ზეწოლა ამჟამინდელ მმართველ ძალაზე, რომელმაც აუცილებლად უნდა მიიღოს პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა გადადგეს ის მოხელეები, ვინც გასცა ბრძანება ღამით მომიტინგეების უთანასწორო დარბევისა და ამას გარდა, ობიექტურობისათვის, უნდა გამოიძიონ ისიც, ვინ და ვისი ზეგავლენით დაიწყო შტურმირება საკანონმდებლო ორგანოზე.

ეს მინიმუმი აუცილებლად შესასრულებელია, სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ანარქიაში, რომელიც მძიმედ დაუჯდება ხალხსაც და სახელმწიფოსაც” – გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...