ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა და საქართველში მყოფ ტურისტებს უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში 8 ივლისიდან ფრენები აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში მგზარების საჰაერო გადაყვანა აეკრძალათ მათ შორის კომერციული რეისებიც.

ასევე რეკომენდაცია მიეცათ ტუროპერატორებსა და ტურაგენტებს რომ არსებული აკრძალვების დროს თავი შეიკავონ ტურისტული პროდუქტების რეალიზაციისგან, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში მგზავრების გადაყვანას ითვალისწინებს.

რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაევალა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება და უზრუნველყოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ ბრძანების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

როგორც პუტინის ბრძანებაშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიებები რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...