ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შეხვედრა თბილისში 20-21 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა. მომხდარის და ჩვენი ადეკვატური რეაქციის შესაბამისი შეფასებები გავაკეთეთ. მოვუწოდეთ არ შექმნან დამატებითი პრობლემები ჟენევის ველზე, რათა მოგვეცეს საშუალება გაგრძელდეს რთული, მაგრამ განსაკუთრებით მოთხოვნადი მოლაპარაკების პროცესი. აქცენტი გაკეთდა ჟენევის ფორმატის მიმართ ფაქიზ დამოკიდებულებაზე, რომლის დამსახურებითაც მოხერხდა 10 წლიანი მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის უზრუნველყოფა და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე შედარებით სტაბილურობის შენარჩუნება. ასეთ მიდგომას მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარემ დაუჭირა მხარი.

სამწუხაროდ, შეხვედრაზე მოხდა მორიგი კონსტატარება, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებაზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში არ არსებობს. რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შესაბამისი დოკუმენტის მიღება კვლავ მოითხოვონ, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, თბილისის არამეგობრული რიტორიკის ფონზე მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში, რეგიონული უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხედ აღიქმება.

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე არსებული მდგომარეობა სტაბილურად და მართვადად შეფასდა შეხვედრის ყველა მონაწილის მიერ, გარდა ქართული მხარის. აფხაზურმა მხარემ მიაწოდა ინფორაცია საქართველოსთან საზღვრის კვეთაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების შესახებ, ამასთანავე, წარმოადგინა მონაცემები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან კრიმინალური შემთხვევების რიცხვის მნიშვნელოვან კლებაზე: ბოლო ათწლეულში 2008 – 2018 წლებში 1998-2008 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 243-დან 13-მდე შემცირდა“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარია. ...