ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“ოცნებას” უნდა, რომ ოპოზიცია იყოს დაქსაქსული, პარლამენტი კი ჭრელი”

როგორც “გაერთიანებულ ოპოზიციაში” აცხადებენ, თუ ხელისუფლებას მართლაც აქვს გულწრფელი სურვილი 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, ოპოზიციის მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს, რადგან მათი აზრით, პროექტი, რომელიც “ოცნებამ” წარმოადგინა, გარკვეულ რისკებს შეიცავს.

ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი პროექტი, ერთი “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ, რომელიც ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკებს, მეორე “ქართული ოცნების”, ნულოვანი ბარიერით და საარჩენო ბლოკების აკრძალვით. ორივე პროექტს პარლამენტი განიხილავს და კენჭისყრაზე სავარაუდოდ საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე დააყენებს. პროექტს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ექსპეტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად არსებული რისკებისა, ოპოზიციამ არანაირი საბაბით უარი არ უნდა თქვას ამ ინიციატივაზე და კაპრიზების გამო პროცესი არ უნდა ჩიშალოს.

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ყველა სისტმას აქვს თავისი პლიუსი და მინუსი, ამ შემხვევაში ოპოზიცია მინიუსად თვლის, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ინიციიატივაში იმ შეზღუდვებს, რომელიც ეხება ბარიერს და ბლოკების შექმნას.

“რა თქმა უნდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა გარკვეული რისკების შემცველი. ბუნებრივიცაა, ვერცერთი სისტემა ვერ იქნება 100%-იანი და ყველა სისტემას აქვს თავისი პლიუსი და მინუსი. “გაერთიანული ოპოზიცია” პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მინუსებს ხედავს იმ შეზღუდვებში, რომელიც წარმოდგენილია ხელისუფლების ვარიანტში და ეხება ბარიერს და ბლოკების შექმნას. მათი აზრით, “ოცნებას” უნდა, რომ ოპოზიცია იყოს დაქსაქსული, პარლამენტი კი ჭრელი,” – აცხადებს “რეზონანსთან” გია ნოდია.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში უთანხმოება არ არის. მაგრამ მიდის ძიძგილაობა “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის, ვინ შექმნის უმრავლესობას მომავალ პარლამენტში.

“2020 წლის საპარლმანეტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ხელისუფლება 2024 წლამდე ამ საკითხის განხილვასაც არ აპირებდა. ოპოზიციის მოთხოვნებს ბარიერთან და ბლოკების შექმნასთან დაკავშირებით მეც ვიზიარებ, რადგან გარკვეულ რისკს შეიცავს და ვთვლი, რომ ალბათ საჭიროა ყოფილიყო 2 ან 3 პროცენტიანი ბარიერი.

რაც შეეხება ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის”

დაპირისპირებას, აქ მიდის ძიძგილაობა, ვის ეყოლება უმრავლესობა მომავალ პარლამენტში. “ოცნებას” ნულოვანი ბარიერითაც აქვს მეტი შანსი შექმნას უმრავლესობა პარლამენტში, გადაიბიროს პატარა პარტიები და თვითონ დააკომპლექტოს მთავრობა. ამიტომ არ აწყობს ოპოზიციას ეს ვარიანტი, რადგან უფრო ძნელი იქნება მათთვის სხვა პარტიების დაყოლიება. იმის გათვალისწინებით, როგორი ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან “ოცნებას” და “ნაციონალურ მორაობას”, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ თანამშრომლობას მომავალ პარლამენტში,” – განაცხადა “რეზონანსთან” კორნელი კაკაჩიამ.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...