ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მინსკის აეროპორტში ყალბი პასპორტით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მინსკის აეროპორტში ყალბი პასპორტით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქე 2 ივლისს დააკავეს. ის 33 წლის მამაკაცია, რომელიც სტამბოლი-მინსკის ავიარეისით მგზავრობდა. კომიტეტის ინფორმაციით, მამაკაცი მინსკში 43 წლის ასაკის, სომხეთის მოქალაქის პასპორტით ჩავიდა. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცს ბელარუსში შესვლა აკრძალული ჰქონდა.

სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს მესაზღვრეებმა ერთ-ერთი მგზავრი პასპორტში გაყალბების ნიშნები აღმოაჩინეს. სპეციალური შემოწმების დროს დადასტურდა, რომ პასპორტი ყალბია.

ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, დაკავების წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული პროცესი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. ბელარუსში მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...