ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

არაფერი გაბუნიას ისეთი არ უთქვამს რასაც არ ფიქრობს – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს ქალაქიდან ვიყავი გასული, არც აქ შემოვსულვარ და 2 ამბავი დამხვდა რაზეც გუგუნებს სოციალური ქსელი: გაბუნიას გინება პუტინის მისამართით და პრაიდის გადაწყვეტილება 8 ივლისს მარშის ჩატარების თაობაზე.

გაბუნიათი დავიწყებ: 
არაფერი გაბუნიას ისეთი არ უთქვამს რასაც არ ფიქრობს, თუ უარესს არა, ბევრი ქართველი, განსაკუთრებით სახლკარწართმეული, ოჯახამოწყვეტილი, საფლავებწაწყმედილი უამრავი ადამიანი. სხვა საქმეა რომ ეს გესმის ყველაზე რეიტინგული ტელევიზიიდან და ლექსიკაც გემოვნების თვალსაზრისით რბილად რომ ვთქვათ სადაოა. მაგრამ ამაზე უფრო გამაოგნებელი არის მთვარობის წევრთა მყისიერი რეაქცია და ბოდიშები პუტინის მისამართით, ასევე პანიკა იმასთან დაკავშირებით რომ გაბუნიას სიტყვების გამო შესაძლოა პუტინი ფიზიკურად გაუსწორდეს ქართველებს. პუტინი ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს და ხვალაც თუ იგივე გააკეთა, გაბუნია აქ არაფერ შუაშია და ამასთან რუსეთის აგრესიის დაკავშირება უბრალოდ კომიკურია. პრობლემა მომხდარში ჩემთვის სულ სხვაა – ეს ყველაფერი აბანძებს დღეს შექმნილ სიტუაციას ქვეყანაში და ამაზე რეაგირება, ოღონდ არა პუტინის მისამართით ბოდიშების ხდით ან კომკავშირულ კრებაზე დაგმობით, აუცილებელია და ვფიქრობ ნიკა გვარამია ამას მოახერხებს.

მეორე თემა: პრაიდის გადაწყვეტილება 8 ივლისს მარშის ჩატარების თაობაზე.

არავის არა აქვს უფლება ვინმეს მიუთითოს საკუთარი უფლებების დასაცავად ან საკუთარი ღონისძიების ჩასატარებლად რა დრო შეარჩიოს. ეს აპრიორი ასეა და ამაზე ნუ ვიკამათებთ. როდესაც ოჯახში ქორწილი გაქვს, ან რაიმე ზეიმი დაგეგემილი, და ამ დროს მეზობელი გიკვდება, არავის აქვს უფლება აგიკრძალოს რამე და გითხრას გადადეო. ეს შეიძლება შენ თვითონ გააკეთო, მაგრამ სხვა ამას ვერ გიბრძანებს. ცოტა უფრო რთულადაა საქმე როცა მეზობლის კი არა, ოჯახის წევრის ტრაგედია ხდება და შენ უნდა გადაწყვიტო, უწევ თუ არა ანგარიშს ამას და გადადებ თუ არა შენს საზეიმო ღონისძიებას – შენ უნდა გადაწყვიტო და არა სხვამ მიგითითოს. 
ჰოდა უბრალოდ მე მიჩნდება კითხვა – ეს მარში ხომ იმისთვის ტარდება რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ხომ? უფიქრიათ პრაიდის ორგანიზატორებს რომ ასეთ ვითარებაში, და აღარ მოვყვები რა ვითარებაში, ისედაც ყველამ კარგად იცის, ამ მარშის ჩატარება პირიქით კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პრინციპში ეს უკვე დაწყებულია ამ გადაწყვეტილების გამო ისეთ ხალხშიც კი, რომლებიც არ არიან ზოგადად ამ ადამიანების მიმართ მტრულად განწყობილი? სულ ახლახანს სწორედ მათი განცხადება იყო რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს პრაიდის ჩატარებაო და ეხლა ღირს? აქ ვის რა იარლიყს ააკრავენ ამაში კი არ არის საქმე, უბრალოდ გაუგებარია ამ რეალობის ფონზე, როცა ერთმანეთს მოვუწოდებთ არ ავყვეთ ნერვებს, გადავაბიჯოთ საკუთარ თავს, რადგან სასწორის მეორე მხარეს ბევრად მეტი რამ დევს ვიდრე ჩვენი ბრაზი, წყენა და ა.შ. ეს ხომ ყველას გვეხება? იმ ბევრად მეტში სამომავლოდ ხომ ყველას უფლებებზეა საუბარი და ამ ყველაში ხომ ყველა ერთად ვართ? 
აი მხოლოდ ამის თქმა მინდოდა ჩემო მეგობრებო თქვენთვის. ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს – ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მიგულეთ თქვენს გვერდით, მაგრამ რაც გითხარით დაფიქრდით ამაზე!

მოკლედ რაც ვთქვი რომ შევაჯამო – ყველაზე მეტად მეშინია სიტუაციის გაბანძების და ეგებ ყველა ცოტა ფრთხილად ვიყოთ, რადგან ეს ხელისუფლება ძალით ვერ მოგვიგებს, მხოლოდ ამ გზით შეუძლია არა ჩვენი, მთელი ქვეყნის დამარცხება.” – წერს სარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარია. ...