ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რასაკვირველია ყველა დასაშვებ ეთიკურ ზღვარს გადაცდა გაბუნიას გადაცემა – ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია გიორგი გაბუნიას მიერ, ვლადიმერ პუტინის მისამართით გინებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და წერს, რომ ყველა დასაშვებ ეთიკურ ზღვარს გადაცდა გაბუნიას გადაცემა.

“ჩვენს ქვეყანას ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომს, 20 % ოკუპირებულს და კვლავ ავადმომზირალი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე მყოფს – ჭირდება გაფრთხილება არა ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით , არამედ ყოველი ქმედების შედეგის გააზრებით!
რასაკვირველია ყველა დასაშვებ ეთიკურ ზღვარს გადაცდა გაბუნიას გადაცემა. ეს ცუდია! არ შეიძლება! სახიფათოა და დასაგმობია!
გასააზრებელია ბუნებრივად გამოხატული წრფელი პროტესტის შესაძლო შედეგებიც და აქაც საჭიროა ზომიერება რათა არ გადაიზარდოს უკანონო ქმედებებში.

რომელ მხრიდანაც არ უნდა შეხედო მოვლენებს – ყველგან სამიზნე ჩვენი ქვეყანაა და ამას ჭირდება სწორედ გაფრთხილება.

პირად და პარტიულ ინტერესებს , ძალაუფლების შენარჩუნების თუ მოპოვების წყურვილს ქვეყნის ინტერესები ეწირება. ამიტომ მიუღებლად მიმაჩნია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობა ნებისმიერი ფორმით რევანშს მიაღწიონ და დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა- ნებისმიერი ფორმით ძალაუფლება შეინარჩუნონ. ქვეყანას ჭირდება სიმშვიდე და ხალხს ცვლილებები უკეთესი მომავლისთვის” – წერს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...