ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მირზა სუბელიანმა საპატიმრო დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციურიდაწესებულება დატოვა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

პენიტენციურ დაწესებულებასთან მირზა სუბელიანს ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალა.

მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8714 ლარია. ...