ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ – ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება

„ცდილობენ, რომ გახარია სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ამოაგდონ და ეს ინტერესი შეიძლება, ოპოზიაციას კი არა, „ქართულ ოცნებაში” მყოფ პოლიტიკოსებს ამოძრავებდეთ, რადგან გახარია კონკურენტია.

“როდესაც ინტერესთა თანხვედრა ხდება, მოქმედებების შეთანხმებაც ადვილად ხერხდება-ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ 20 ივნისის მოვლენები გახარიასთვის დაგებული ხაფანგი იყოს,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „გავრილოვის ღამეზე” საუბრისას.

20 ივნისის ღამის შემდეგ დღემდე, რა პოლიტიკური ვითარება მივიღეთ, ამ მოვლენებმა რა პროცესების განვითარებას მისცა ბიძგი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი” ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მხარეთა დაპირისპირების შედეგად კიდევ უფრო მძიმე ვითარებას მივიღებთ.

„ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა; 20 ივნისის ღამე გარკვეული წყალგამყოფი გახდა, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. მოწოდებებს, ღირებულბებზე აქცენტის გაკეთებასა და იმ რეალობას შორის, რა რეალობის წინაშეც ეს ქვეყანა დადგა, ვგულისხმობ დარბევას.

„რაც მოხდა, ამ ფაქტორმა წარმოაჩინა, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება. ამ მომენტისათვის საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რადგან, ფაქტობრივად, ორი დაპირისპირებული მხარე ყალიბდება,” – აღნიშნა ძაბირაძემ.

რამაზ საყვარელიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ შს მინისტრს თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები ებრძვიან, რადგან იგი კონკურენტად არის აღქმული.

„ცდილობენ, რომ გახარია სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ამოაგდონ და ეს ინტერესი შეიძლება, ოპოზიაცას კი არა, „ქართულ ოცნებაში” მყოფ პოლიტიკოსებს ამოძრავებდეთ, რადგან გახარია კონკურენტია. როდესაც ინტერესთა თანხვედრა ხდება, მოქმედებების შეთანხმებაც ადვილად ხერხდება-ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ 20 ივნისის მოვლენები გახარიასთვის დაგებული ხაფანგი იყოს.

„გახარიას მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონია და ახლაც გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა, მითუმეტეს იმის ფონზე, როდესაც მისივე ინიციატივით ოპოზიციის წარმომადგებლებთან დიალოგი უნდა შემდგარიყო. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ მხოლოდ გახარია არ იყო 20 ივნისის ღამის შემომქმედი. შესაძლოა, იქ სხვა მოქმედი პირებიც იყვნენ,” – განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღებულ შედეგებს, ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიიღო, თუმცა, მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება.

„რაც შეეხება საგარეო ვითარებას, რუსეთის განცხადებები, ბუნებრივია, მოულოდენი არ ყოფილა. რუსეთი ყოველთვის აკეთებდა ასეთ განცხადებას. ემბარგოს საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მცდელობა იყო, თუმცა, როგორც ვიცი, ახლა იმაზეც კი არის საუბარი, რომ ფრენები ისევ აღდგეს.

“გარკვეული რყევები ამან გამოიწვია, უფრო ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან გაჩნდა ხიფათი, რომ ეკონომიკურად ქვეყანა დაზარალდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კალაპოტში დგება.

„ზოგადად, პოლიტიკაში კატასტროფული ცვლილებები არ არის, მაგრამ რეალურად ორი ურთიერთდაპირიპირებული ძალა იკვეთება. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს,” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის რბილი ძალა დღესაც მუშაობს. მისი თქმით, პუტინი ცდილობს ქართველების გულის მოგებას, თუმცა, ასევე საქართველოს ისტორიას ამახინჯებს, რაც არანაირ თანხვედრაში არ მოდის.

„არსებობს ევროპული და რუსული მიმართულება. 20 ივნისიდან ბევრი რამ მოხდა ამ მიმართულებით. მივიღეთ ვითარების გამწვავება და ავიარეისებისა თუ ტურისტების კუთხით შეზღუდვები. პუტინის მხრიდან კი მივიღეთ მანევრი, პირადად მან ქართველებზე ერთგვარ შურისძიებაზე უარი განაცხადა, რაც საინტერესო და მოულოდნელი იყო მისი მხრიდან, თუმცა ამან არ უნდა შეგვყვანოს შეცდომაში.

„ამ შედეგმა დაგვანახა, რომ პუტინის პოლიტიკა ისევ არის რბილი ძალა, ოღონდ უფრო დახვეწილი ტექნიკით, რომელიც მიმართულია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოების კეთილგაწნყობის მოპოვებაზე.

“თუმცა ამასთანავე მან ისეთი ტექსტი მოაყოლა საქართველოს ისტორიის შესახებ, რომ მგონი თვითონ ვერ ხვდება, ეს ორი ერთად თანხვედრაში არ მოდის. როგორც ვნახეთ, ამას მოჰყვა პარტიონერის გააქტიურება და საქართველოს უფრო მეტი მხარდაჭერა,” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი არხის კონტრაქტორი კომპანიის “ინტერმედიას” დირექტორის სამუშაო კაბინეტში ...