ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“გაბუნიამ ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა”

რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობას, რომელიც განსაკუთრებით “რუსთავის 2”-ის საავტორი გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ გამწვავდა, ქართული წარმოშობის რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოსა და თეატრის არტისტი ოლეგ ბასილაშვილი გამოეხმაურა. ჩვენ მას მოსკოვში დავუკავშირდით და ვითარების მოკლედ შეფასება ვთხოვეთ.

– თუ კონკრეტულად “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის მონოლოგზე ვისაუბრებთ­, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო და რაც მთავარია, უცენზურო გამოსვლა. ჟურნალისტს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი ყოველი სიტყვა უნდა იყოს აწონილ-დაწონილი, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ არაპროფესიონალიზმთან არ

გვქონია საქმე – ეს გახლდათ რუსეთისა და კერძოდ, მის პრეზიდენტის პროვოცირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც მას, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიღაც ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა. გაბუნიამ თავისი უკულტურობა და თუ გნებავთ, ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ

მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ.

ერთი უკულტურო ადამიანის გამო რუსი და ქართველი ხალხის შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს ორივე­ მხარემ. მე მაშინვე გამოვეხმაურე რუსეთ-საქართველოს შორის ხელოვნურად დაწყებულ დაძაბულობას – მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს­ და ამის უარყოფა შეუძლებელია.
მე არ ვსაუბრობ პოლიტიკასა ან პოლიტიკოსებზე, ვგულისხმობ უბრალო ადამიანურ ურთიერთობებს კულტურაში, სპორტში ან სულაც ადამიანურ ურთიერთობებს. ძალიან გულსატკენია იმ ტალახის სროლა, რომელიც ამ ამბებს მოჰყვა, რადგან სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქართველი კაცის გენეტიკაში კოდივით დევს ოჯახში სრულიად უცხო ადამიანის ძვირფასი ახლობელივით მიღება – ეს ქართული კულტურის ნაწილია, რომელსაც ვერც ჟურნალისტის უცენზურო მონოლოგი, ვერც რუსული მედიის პასუხი და რადიკალური განცხადებები გააბათილებს. მე ყოველთვის მსუბუქი შეფასების მომხრე ვარ, მაგრამ ახლა მკაცრად უნდა ვთქვა – თითო მახინჯი ყველა ოჯახში არსებობდა და ასე იქნება ყოველთვის. გამონაკლისი არც საქართველოა და არც რუსეთი.

ხელოვნური დაძაბულობა შემთხვევით არ მიხსენებია – საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც ასეთი სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან რუს ხალხს. პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ამის აღიარება ბევრს არ უნდა. და მაინც, ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა კარგად ხედავს. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია ორ ხალხს შორის ურთიერთობის დალაგება.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...