ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ვითარება დავით გარეჯში იძაბება – სადაა სადემარკაციო კომისია, სადაა პარლამენტი? – ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დავით გარეჯის დათმობას. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ბოლო დღეების მანძილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედებაზე ვინმე ჩვენს ქვეყანაში არის პასუხისმგებელი? რა უფლებით და რომელი ლეგიტიმაციით გამოაქვთ ხატები ქართული მონასტრების კელიებიდან? სადაა მთავრობა, სადაა სადემარკაციო კომისია, სადაა პარლამენტი? სადაა და აქაა, მეგობრებო. უბრალოდ, დავით გარეჯის სამარცხვინო დათმობის პროცესი გრძელდება, ეს ჩვენს თვალწინ ხდება და ძალიან ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ამ უმწვავეს ეროვნულ პრობლემაზე საჯარო საუბარი ტაბუდადებულ თემად ითვლება ან რუსეთის აგენტობად! რუსეთი აქ მაინც რა შუაშია, გაუგებარია, მაგრამ იარლიყებთან დაკავშირებულ სიგიჟეს რომ საზღვარი არა აქვს, ეს უკვე გავიგეთ. ახლავე იცოდეთ: ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ დავით გარეჯის გაყიდვას. “ქართულ ოცნებას” ვეუბნები: საყდრისი ხომ ააფეთქეთ! არც საყდრისის განადგურება შეგრჩებათ და არც დავით გარეჯის დათმობა” – წერს ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი არხის კონტრაქტორი კომპანიის “ინტერმედიას” დირექტორის სამუშაო კაბინეტში ...