ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ივნისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა შემცირდა

2019 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა 600 ათასი დოლარით, ანუ 0.2 პროცენტით შემცირდა და 307.2 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი, წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 688 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვის კლებამ 8.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება იანვარ-ივნისის მაჩვენებელს, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 775.4 მილიონი დოლარი იყო (11.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 192.9 მილიონი დოლარი (4.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...