ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

„რუსთავი 2“-ის 9% წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას გენელარულ პროკურატურაში უჩივლა

„რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გენერალურ პროკურატურაში არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

„2014 წლიდან ვითხოვთ სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, მაგრამ ეს არ მოხდა და დოკუმენტები, რომელიც მივიღეთ, აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ეს არის 220 მუხლი, ასევე 182 და 205-ე პრიმა მუხლები. იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას, ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება და ეს გააკეთა მაშინ, როცა ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა, ასეთ პერიოდში კონტრაქტი დაბალ თანხაზე გაფორმდა. ეს არის გაუგებარი, თუ რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიას შემოსავლები პრაქტიკულად დამალული იქნა პარტნიორებისთვის. ნათელი გახდა, რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიებში. უკანასკნელი კომპანია, სადაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, არის სხვა ინტერმედია და მისი დამფუძნებელი ერთი-ერთი მიხეილ მშვილდაძეა. არსებობს საფუძველი, რომ ხდება თანხების აკუმულირება, ე.წ. გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიებში“ – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...