ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოლიციამ ასპინძაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ ასპინძაში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი: 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ასპინძაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი არხის კონტრაქტორი კომპანიის “ინტერმედიას” დირექტორის სამუშაო კაბინეტში ...