ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რა დოკუმენტის საფუძველზე ითვლება ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მეპატრონედ?!

„გამარჯვებული საქართველს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 19 ივლისს 11 საათზე რუსთავი 2-ის საქმეზე  სარჩელით საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

„ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, განხილვის საფუძველი დოკუმენტია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელის 2010 წლის  4 თებერვლით თარიღდება.

„მხარეები ადასტურებენ, რომ გასული 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისგან 7.700.000 (შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი მიიღო სესხის სახით. ზემოაღნიშნულის დასტურად, ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნული თანხის 10%-იანი სარგებელთან ერთად სრულად დაუბრუნებს ირაკლი ოქრუაშვილს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 2015 წლის 1 იანვრისა“ – წერია დოკუმენტში.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მეშვეობით შეიძინა ტელეკომპანია რუსთავი 2.

„მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100%-იანი წილი, რომელიც სრულად დაფინანსებული იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ“.

დოკუმენტის თანახმად, ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და იმოქმედებდა მისი სახელით.

„ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საკითხებში ირაკლი ოქრუაშვილის შეთანხმების გარეშე. წინამდებარე პუნქტის დარღვევის ან სადაოდ გახდის შემთხვევაში  ქიბარ ხალვაში იღებს ვალდებულებას ირაკლი ოქრუაშვილს კომპენსაციის (ჯარიმის) სახით გადაუხადოს 7000.000 (შვიდი მილიონი) ამერიკული დოლარი.“ – იკითხება დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის თუ წარმოიშვება დავა მისი განხილვა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის სასამართლოში, რომლის არჩევის უპირატესობა ირაკლი ოქრუაშვილს ენიჭება. იარკლი ოქრუაშვილის მიერ იურისდიქციაზე უარის შემთხვევაში დავას განიხილავს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ქალაქ პარიზში.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციის მიხედვით, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პააატა სალიამ აღნიშნული დოკუმენტის საანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.

“ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა დაახლოებით 2015 წლის ბოლოს, რომ მას ჰქონდა ხელთ რაღაც დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ რუსთავი 2  მისია, ქიბარ ხალვაშს მისი დავალიანება აქვს – პროცენტიანი ვალი ჰქონია თურმე ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის, დაახლოებით 7 მილიონი, რომელიც ახლა თითქოს 10 მილიონი გახდა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი გაყალბებული დოკუმენტია“ – განაცხადა სალიამ.

ოქრუაშვილმა სალიას „ახალ თაობასთან“ კომენტარისას უპასუხა:

„8 თვეა ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არ ცხადდება ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად, რადგან მშვენივრად იცის, რომ დოკუმენტზე მისი ხელმოწერაა“.

წყარო: “ახალი თაობა”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...