ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მე რომ ახლა აქედან გავიდე, ჩემს ახალ ხელმძღვანელს ძაან გავუადვილებ ცხოვრებას – ჟორჟოლიანი

არ მჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდება – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

„ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო დღეს სამსახურში წამოსვლა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცის სჯერათ. მე ამ არხზე ვმუშაობდი, როცა ქიბარ ხალვაში მოვიდა და ეს ეტაპები გავლილი მაქვს მასთან. მაშინ ის ირაკლი ოქრუაშვილს წარმოადგენდა და დღეს წარმოადგენს სხვას. ეს ყველაფერი რომ გავლილი მაქვს, ზუსტად ვიცი ახლა რა პროცესებია.

მაშინ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა, ახლა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს. ყველამ იცის ჩემი ხასიათი. მე კომფორტის ზონაში ვერ ვარ დღეს აქ. ვერც ამ სტუდიაში, ვერც ამ შენობაში, არა ვარ კარგად, მაგრამ ზუსტად ვხდები, მე რომ ახლა აქედან გავიდე ჩემს ახალ ხელმძღვანელს ძაან გავუადვილებ ცხოვრებას. იმიტომ რომ მასაც ეს უნდა – ემოციურად მივიღო გადაწყვეტილება, კარი გავიჯახუნო და სახლში წავიდე. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დისკომფორტი შევქმნა. მე ასე მჯერა, რომ აქ არანაირი სარედაქციო დამოუკიდებლობა არ იქნება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მჯერა“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...