ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რუსთავი 2 აპარატზე მიერთებული მუშაობს და კიდევ უფრო მეტი ძალით უტევს ხელისუფლებას – სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“რუსთავი 2 აპარატზე მიერთებული მუშაობს და კიდევ უფრო მეტი ძალით უტევს ხელისუფლებას. რა უნდა ვქნათ თუ (როცა) მას აპარატიდან გამორთავენ? ზედმეტი მოთქმის გარეშე უნდა გადავფურცლოთ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს გვერდი და ახალი ცხოვრება დავიწყოთ.

სახელი თავისთავად არაფერს ნიშნავს და ამის დამადასტურებელი ისეთი  არაჩვეულებრივი სიტყვებია როგორიცაა იმედი, ოცნება, რომლის დარქმევამ ვერაფერი უშველა ამ სახელის მფლობელებს – პირიქით, ისინი ამ სახელების საწინააღმდეგო განცდას იწვევენ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში.

რუსთავი 2 – ეს სახელი სულ თავიდან არაფერს ნიშნავდა, არანაირი ეფექტი ამ სიტყვებში არ იდო და ამ სახელისთვის იმ ძალის შეძენა, რომელიც მას ჰქონდა, კონკრეტულმა ადამიანებმა მოახერხეს. უდიდესი შეცდომაა ლოგოებზე, სახელებზე და შენობებზე მომავლის აგება. ერთიც, მეორეც და მესამეც საქმის მკეთებლისგან გამომდინარეობს და ამიტომ რა დაერქმევა, სად განლაგდება, რა ლოგო ექნება და რამდენი იქნება თავისუფლების ახალი მედია–კერა, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. 

რაც გადასაფურცლია, უნდა გადაიფურცლოს და ახალი უნდა დაიწყოს – მთავარი არა სიმბოლოებია, არამედ ადამიანები, რომლებიც ამ სიმბოლოებს ქმნიან! ყველაფერი კაგად იქნება თუ ჩვენ ვიქნებით და ვიქნებით ერთად!” – წერს სარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...