გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
21 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექიანავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით კი – 25-30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა ბარში ღამით 19-24 გრადუსია, დღისით კი – 32-37.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით 23, ხოლო დღისით 36 გრადუსი იქნება.
22 ივლისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 გრადუსია ნავარაუდევი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექიანავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვაც, ტემპერატურა ღამით 20-25 გრადუსი, დღისით 33-38 გრადუსი იქნება.
თბილისში, 22 ივლისს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.