ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მოსკოვი, კრემლი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს! – ჯუმბერ ჯირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე რუსეთი პრეზიდენტს მიმართვას. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“ბატონო (ამხანაგო?!) პრეზიდენტო, ვიდრე ქართველი დევნილები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში (“სამხრეთ ოსეთი”) ქართული დროშებით არ დაბრუნდებიან, ქართველებს რუსეთის ნდობა არცერთ შემთხვევაში არ ექნებათ, რაც არ უნდა შეპირდეთ მათ! ყველა ის პიროვნება, ვინც თქვენი გარემოცვიდან (სხვადასხვა “რჯულის” ლობისტები!) საპირისპიროს გეუბნებათ, იცოდეთ, რომ სიცრუით გკვებავენ!

აგრეთვე, ის პოლიტიკური პერსონებიც, ვინც საქართველოდან მოსკოვს ხშირად სტუმრობენ და შეხვედრებს მართავენ თქვენს სახელმწიფო უწყებებში, – რუსეთის დუმაში, მთავრობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვა “კონსპირაციულ ადგილებში”, ისინიც გატყუებენ (მიზანი, – დაფინანსება და ხელისუფლებაში მოსვლა)! 1921 წლის 25 თებერვალს, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერვენცია, ოკუპაცია და შემდგომი ანექსია, ბოლშევიკთა ერთ-ერთმა ბელადმა, სერგო ორჯონიკიძემ რუსეთში ასეთი შინაარსის დეპეშა გააგზავნა:”მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს! თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს”! იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქართველი ხალხის ნებას გაითვალისწინებთ, რაზედაც ზევით მოგახსენეთ: დევნილების სახლებში დაბრუნება და სამხედრო ბაზების გაყვანა, – მაშინ გპირდებით, რომ აუცილებლად გამოგიგზავნით შემდეგი შინაარსის დეპეშას:”მოსკოვი, კრემლი, პრეზიდენტ პუტინს! სოხუმის და ცხინვალის თავზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს გამთლიანებულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ, – ნეიტრალურ საქართველოს”!!!

P.S. მერწმუნეთ, ეს გახლავთ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, რადგანაც, მხოლოდ ღირსებით სავსე ურთიერთ დამოკიდებულებით და ურთიერთ პატივისცემით, შესაძლებელია ყველაფერი ნეგატიურის გადალახვა! პოზიტიური პასუხის აღსავსე მოლოდინით და თქვენდამი პატივისცემით…” – აცხადებს კირვალიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა – გარდაცვლილია 80 წლის ქალი

ბათუმში, სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის ...