ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს – “საგარეო შოკი!”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული მდგომარეობა ტურისტების შემოდინების შემცირებასთანაა დაკავშირებული.

„დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული. ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება,რომ საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში სესხები არებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება ახდენს გავლენას ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ბერკეტებს რომელიც გააჩნია” – აღნიშნა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...