ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა – კალაძე

თბილისის მერი თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის პატიმრობის შეფარდებაზე კომენტარს აკეთებს და თვლის, რომ პარლამენტის შტურმით აღების მოწოდებები არავის უნდა ეპატიოს. კალაძე ამბობს, რომ ის სამართლებირვ დეტალებზე ვერ ისაუბრებს და მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური შეფასებები შეუძლია.

“არსებობს სამართლებრივი კითხვები, რომელსაც ოქრუაშვილი გასცემს პასუხს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, გადატრიალება, სისხლისღვრა, მოწოდებები, რასაც 20-21 ივნისს ვისმენდით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი იქ გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა და ეს კანონის წინაშე არავის უნდა ეპატიოს – პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე. ეს არის ძალიან ცუდი, მძიმეა, რაც ვნახეთ. ზოგადად, ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა” – აცხადებს კალაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი, როცა ნიკა მელია გირაოთი გაათავისუფლეს და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვეს, კალაძემ უპასუხა, რომ ეს კითხვები სხვა უწყებებს უნდა დაუსვან.

„დეტალებში გამიჭირდება შესვლა, თუ რა მუხლია, რა ბრალეულობაა. ეს შეგიძლიათ, დაუსვათ შესაბამის სამსახურებს და გაგცემთ პასუხს. მე მზად ვარ, როგორც დედაქალაქის მერი, ზოგადი შეფასებები გავაკეთო პოლიტიკურ პროცესებზე“ – ამბობს თბილისის მერი.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...