ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ზღვისპირა ობიექტების შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. როტაციის პრინციპით, თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფების მიერ ერთ თვეში შემოწმდა 151 ობიექტი. აქედან კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, ბიზნესოპერატორებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.

შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას.

ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...