ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

დოლარმა და რუბლმა “ადგილები რომ გაცვალონ”, ქართული “პროდასავლური” პოლიტელიტა, უმალ “პრორუსული” გახდება!

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ლარის კურსის ვარდნას ეხმაურება. მისი განცხადებით ამერიკულმა დოლარმა და რუსულმა რუბლმა “ადგილები რომ გაცვალონ”, ქართული “პროდასავლური” პოლიტელიტა, უმალ “პრორუსული” გახდება!

ამერიკულმა დოლარმა და რუსულმა რუბლმა “ადგილები რომ გაცვალონ”, ქართული “პროდასავლური” პოლიტელიტა, უმალ “პრორუსული” გახდება”! – დიახ, მოდით “ცუდ სიზმარში” წარმოვიდგინოთ, რომ 100 აშშ დოლარი ღირს 5 თეთრი, ხოლო 1 რუსული რუბლი 3 ლარი (ანუ, დოლარმა და რუბლმა “ადგილები გაცვალეს”), რა რეაქცია ექნებოდა ამას ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ოპოზიციურ პარტიებში და მმართველ პოლიტიკურ ძალაში? რა რეაგირება ექნებოდა და “სრულიად საქართველოს პოლიტელიტა, მყისიერად პრორუსული” გახდებოდა! სულ ესაა, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ცრუ “პროდასავლური პოლიტიკური “ფილოსოფია”, მათთვის ფინანსები განსაზღვრავენ პოლიტიკურ პრინციპებს და იმიტომაც არის საქართველო ამ მდგომარეობაში, ანუ გაღარიბებულ-გაღატაკებული და სწორედ ფულზე დაგეშილმა პოლიტპარტიებმა და პოლიტიკოსებმა “გამოხრეს” საქართველო!!

მართლაც, უკვე ამაზრზენი და გულისამრევია, როცა წლებია ლიბერალურ მასმედიაში გამართული პოლიტიკური დებატებისას, ქართველი “მაკიაველისდარი” პოლიტიკოსები, ექსპერტები, ჟურნალუსტები და სხვა, საუბარს იწყებენ და ამთავრებენ, – “დასავლური ღირებულებების და ფასეულობების ფუნდამენტალურ მნიშვნელობაზე და პროდასავლური ვექტორის ერთგულებაზე”! სინამდვილეში კი, გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში (1 რუსული რუბლი – 3 ლარი და 100 აშშ დოლარი – 5 თეთრი), ქართველი “მედასავლეთე პოლიტციცერონების” 99% იმავე დღეს, მყისვე მოახდენენ მათი კუთვნილი ნებისმიერი კონვერტირებადი ვალუტის კონვერტაციას რუსულ რუბლში და ვაშინგტონი, ბრიუსელის ავიაბილეთებს, უსწრაფესად გადაცვლიან მოსკოვის ავიარეისებზე!!! – აცხადებს კირვალძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...