ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტები დაასახელა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა პრეტენდენტთა სია ფიფას ყოველწლიურ პრემიაზე (The Best) „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში.

დასახელდა 10 კანდიდატი: ჯამელ ბელმადი (ალჟირის ნაკრები), დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები), მარსელო გალიარდო (რივერ პლეიტი), რიკარდო გარეკა (პერუს ნაკრები), ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), იურგენ კლოპი (ლივერპული), მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრები), ერიკ თენ ჰაგი (აიაქსი), ტიტე (ბრაზილიის ნაკრები).

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებს შეეძლებათ სამი საუკეთესოს არჩევა. ხმის მიცემაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები.

სამი ფინალისტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, გამარჯვებული კი გამოცხადდება ფიფას პრიზების დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც მილანში 23 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი არხის კონტრაქტორი კომპანიის “ინტერმედიას” დირექტორის სამუშაო კაბინეტში ...