ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ხვალიდან დისტრიბუტორების დიდი ნაწილი ფასებს 10%-ით გაზრდის

1 აგვისტოდან დისტრიბუტორების დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას 10%-ით გააძვირებს, – ამის შესახებ bm.ge-ის სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ ლარის კურსი სტაბილურ ნიშნულამდე გაჩერდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ დღის წესრიგში დააყენა ფასების კორექტირება.

„თუ კურსი 2,85 ნიშნულამდე შენარჩუნდებოდა, სადისტრიბუციო ბიზნესი შეძლებდა ფასების შენარჩუნებას, თუმცა 1 დოლარის ღირებულება თითქმის 3 ლარს გაუტოლდა, შესაბამისად, ფასების უცვლელად შენარჩუნება ვეღარ ხერხდება, რადგან დისტრიბუტორები სერიოზულ ზარალს განიცდიან” – აცხადებს დიმიტრი შენგელია.

მისი თქმით, ყოველ მილიონ ლარზე ბიზნესი 100 000 ლარით ზარალობს მაშინ, როცა დისტრიბუტორების ბრუნვები მილიონობით ლარია.

შენგელიას ინფორმაციით, 1 აგვისტოდან ფასების 10%-ით გაზრდას თითქმის ყველა სადისტრიბუციო კომპანია გეგმავს.

„ვფიქრობ, სასწრაფოდ, უნდა ჩაერიოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის დასტაბილურებაში. თუ 1 დოლარის ღირებულება 3 ლარს გასცდა, მივიღებთ ვაჭრობის პრაქტიკულად გაჩერებას. ფასების ასეთ მატებს ვერც მომხმარებელი აიტანს და ვერც – თავად ბიზნესი” – აცხადებს დიმიტრი შენგელია

წყარო: BMG

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...