ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

შსს-ს “რეკორდი” – 6 თვეში ვიდეოჯარიმებში მძღოლებმა 33 მილიონამდე ლარი გადაიხადეს

2019 წლის 6 თვის მონაცემებით, ვიდეოჯარიმებში მძღოლებმა 32 865 770 ლარი გადაიხადეს, ხოლო ჯარიმების საერთო რაოდენობამ მხოლოდ 6 თვეში 814 370 შეადგინა. მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2019 წელს შსს “რეკორდული” ციფრით დაასრულებს, რადგან 70 მილიონამდე ლარს საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ ვიდეოჯარიმებში გადაიხდიან.

“2020NEWS” დაინტერესდა, რამდენად მაღალია ეს ციფრი. 2 წლის მონაცემებთან შედარებით გაირკვა, რომ თითქმის 33 მილიონი ლარის ჯარიმების გამოწერა მხოლოდ 6 თვეში, კატასტროფულად მაღალი ციფრია. 2017-2018 წლებში, ვიდეოჯარიმებში ავტომფლობელებმა ჯამში 56 744 770 ლარი გადაიხადეს, ხოლო 2 წლის განმავლობაში ვიდეოკამერების მიერ 1 591 466 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, რასაც ავტომობილების მძღოლებისათვის უნდა გაემარტივებინა კანონდარღვევის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და 10 სამუშაო დღეში გადახდის შემთხვევაში, სავალდებულო საურავზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებდა.

2019 წლის მონაცემებით, მძღოლების მიერ 20% შეღავათით სარგებლობის 354 546 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემით, 13 276 923 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2018 წლის დასაწყისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა. ამჟამად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით – 2204 ვიდეოკამერა მოქმედებს. მათ შორის 829 ნომრის ამომცნობია, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერაა.

წყარო: 2020NEWZ

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...