ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

„აუდის თასი“ „ტოტენჰემმა“ მოიგო

მიუნხენში ამხანაგური ტურნირის, „აუდის თასის“ ფინალური მატჩი გაიმართა „ტოტენჰემსა“ და „ბაიერნს“ შორის. ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლონდონური კლუბი უფრო იღბლიანი აღმოჩნდა.

ანგარიში მატჩში ერიკ ლამელამ გახსნა მე-19 წუთზე. მეორე ნახევარში კრისტიან ერიქსენმა გაზარდა „ტოტენჰემის“ უპირატესობა, მაგრამ „ბაიერნმა“, იან-ფიტე არპისა და ალფონსო დევისის მონდომებით, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტნი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები იყვნენ. ლონდონელთა რიგებში მხოლოდ კრისტიან ერიქსენმა ვერ გაიტანა, „ბაიერნში“ პენალტები გააფუჭეს დავიდ ალაბამ და ჯერომ ბოატენგმა.

ტოტენჰემი-ბაიერნი 2:2 პენ. 6:5

გოლები: 1:0 ლამელა (19), 2:0 ერიქსენი (59), 2:1 არპი (61), 2:0 დევისი (82)

ტოტენჰემი: ლორისი (46. გასანიგა), უოლკერ-პიტერსი (46. ფოიტი/80. მარში), სანჩესი (46. ალდერვეირელდი), ვერტონგენი (46. ტანგანგა), როუზი (46. უაი), უინქსი (46. სკიპი), სისოკო (46. გეორგიუ), ალი (46. კეინი), ლამელა (46. ერიქსენი), ნ’კუდუ (46. ჰეონ-მინ სონი), ლუკაშ მოურა (75. როულსი).

ბაიერნი: ნოიერი (46. ულრაიხი), ზიულე (46. ზილა/76. კომანი/77. მიხალევიჩი), პავარი, კელი (79. მიულერი), ტოლისო (61. სანჩესი), ვილი (46. ბოატენგი), იოჰანსონი (60. ალაბა), დევისი, სინგხი, ნოლენბერგერი (62. ტიაგო ალკანტარა), არპი (75. ლევანდოვსკი).

მესამე ადგილისთვის მატჩში მადრიდის „რეალმა“ 5:3 მოუგო „ფენერბაჰჩეს“

წყარო: 1tv.ge
ავტორი – გიორგი თვალაბეიშვილი 

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...