ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისში მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე.ს.-მ მიმდინარე წლის 28 ივლისს, ოჯახური კონფლიქტის დროს, მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ მ.ო.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ წარსულში აღნიშნული პირების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი არ ფიქსირდება.

გამოძიება მეუღლის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი არხის კონტრაქტორი კომპანიის “ინტერმედიას” დირექტორის სამუშაო კაბინეტში ...