ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ნაც. რეჟიმის შემქმნელებს კანონის წინაშე არავინ აგებინა პასუხი – ვარლამ ხათრიძე

გენ. ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლიტიკური გაერთიანება “სამართლიანობისთვის” პოლიტ. საბჭოს წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალური ქსელით, ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუს ეხმიანება:

“ადეიშვილთან ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოჰაბიტაცია იყო დიდი შეცდომა. ისინი არ იცვლებიან. მათ ბუნებრივ თვისებად ჩამოუყალიბდათ ავნონ ქვეყანას. ავნონ ხალხს.  ნაც. რეჟიმის შემქმნელებს კანონის წინაშე არავინ აგებინა პასუხი. ამით წახალისებულები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მათ მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი. ბიზნესის რეკეტის საპირწონედ კი გვისახელებენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებს.  ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით გვიყვებიან და ცდილობენ “გააპრაონ” თავიანთი ნამოქმედარი. ცდებიან  როცა ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ისტორიული მეხსიერება არ აქვს. ზემოთხსენებულით ვრწმუნდები, რომ 2012 წლის მონაპოვარი საზოგადოებას მოგვპარეს. ჩვენ ეს პოლიტიკური გამოუცდელობით მოგვივიდა და ამიტომაც  “დიდი თამაშის” მსხვერპლი გავხდით” – წერს ხათრიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...