ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რა ინფორმაციას ფლობს ირაკლი ოქრუაშვილი და ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს ბოლო დროის სკანდალურ საქმეებზე – ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ. თუმცა, ეეჭვება, რომ პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

– ამ ეტაპზე მას არ აქვს მოტივაცია ეს რომ გააკეთოს, ვინაიდან ხელისუფლებას ამ საქმეებზე გამოძიების ჩატარების უნარი არ აქვს. ოქრუაშვილმა ახლა იცის, რომ ცოტა ხნით არის დაკავებული.

– ამის საფუძველი აქვს? ის დღეს სააპელაციო სასამართლომაც დატოვა პატიმრობაში…

– ამ ხელისუფლებამ 1 წელზე მეტ ხანს ვერავინ ჩასვა, თუნდაც დავით კირკიტაძე გავიხსენოთ. თანაც არსებობს დასავლელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რომლებიც ასეთი ტიპის დაკავებებს ეწინააღმდეგებიან. ხელისუფლებამ უკვე გაუშვა ხელიდან შანსი, გამოეყენებინათ ოქრუაშვილის მოტივაცია, ამ საქმეებზე ჩვენება მიეცა. ეს დავით უსუფაშვილმაც დაადასტურა, როცა თქვა, როგორ ითხოვდა ოქრუაშვილი დაკითხვას, ხელისუფლებამ კი დაბალი რანგის პროკურორთან გადაამისამართა. მე მესმის მისი და მისი თანაგუნდელების იმედგაცრუების. ეს ხელისუფლება მათ არაკაცურად მოექცა. ეს არის მიშა სააკაშვილის დროს ნაწვალები ხალხი, რომელსაც ივანიშვილის იმედი ჰქონდა, მაგრამ მან უთხრა, რომ თურმე მურუსიძე კარგი კაციაო, ვანო ზარდიაშვილი დამსახურებული ადამიანიაო. ამ მხრივ მათი გაბრაზების მესმის, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ამის გამო შეეკრა იმ გუნდფს, რომელიც 100-ჯერ მეტად უსამართლოდ მოგექცა.

– რომელ გუნდს გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას.

– გინდათ თქვათ, რომ ოქრუაშვილი სააკაშვილთან არის შეკრული?

– რა თქმა უნდა. ისიც და ჩემი ძველი მეგობრებიც – ვგულისხმობ გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს. მათ სააკაშვილი ჰგონიათ ერთადერთი ხსნა, როცა სწორედ ის სააკაშვილი დევნიდა მათ ოჯახებსდ, მცირეწლოვანი წევრების ჩათვლით.

წყარო: PrimeTime

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...