ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აბიტურიენტები სერიოზულად არ უნდა მოეკიდონ სარეკლამო განცხადებებს, რომლებიც მათ ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას ჰპირდება.

საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთ ასეთ სარეკლამო სატელეფონო შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე განუცხადეს, რომ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მხოლოდ სკოლის ატესტატია საჭირო და გადასახდელია თანხა 2800 ლარის ოდენობით. მათი განმარტებით, პირველ ეტაპზე აბიტურიენტს მეზობელ ქვეყანაში გაგზავნიან, სამი თვის შემდეგ კი, მობილობით საქართველოში ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მსგავსი სარეკლამო განცხადებები აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მათი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...