ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“გასწავლით, როგორ გააკეთოთ ნიღაბი, რომელიც ვირუსისგან დაგიცავთ” – ჯაბა ტყემალაძე

ფსიქიატრი ჯაბა ტყემალაძე პირად სოციალურ ქსელში ნიღბებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ „ვირუსისგან მხოლოდ N95 ნიღაბი იცავს და ის დეფიციტშია“.

„გაცნობებთ რომ ვირუსისგან მხოლოდ N95 ნიღაბი იცავს და ის დეფიციტშია.

დროა ვისწავლოთ ნიღაბის საკუთარი ხელით გაკეთება.

სწორი მოხმარების შემთხვევაში ნიღაბი 10%-50% ამცირებს ვირუსის გადადების ალბათობას. კორონავირუსგან თავდაცვის შემთხვევაში უნდა დაცული იქნას ასევე თვალებიც სათვალის მეშვეობით.

აიღეთ მარლის 4 ნაჭერი ზომით14х7 სმ და 2 ან 4 ცალი 60-70 სმ ბინტის ნაჭერი შესაკრავებისთვის. მარლა შეიძლება ბინტით ან ბამბაზიის მატერიით ჩანაცვლდეს.

სანამ შეკერავთ დარწმუნდით, რომ ცხვირს და პირს ფარავს. დარწმუნდით რომ მატერიის 4 ფენაა. დარწმუნდით რომ შესაკრავების სიგრძე საკმარისია.

შეკერეთ რამოდენიმე, რადგან 2-3 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს. გარეცხეთ სარეცხ საპონში. გააშრეთ და ცხელი უთოთი დაამუშავეთ, სანამ განმეორებით მოიხმართ ან სხვას მისცემთ.

პირბადეს აზრი აქვს მხოლოდ შენობაში. სუფთა ჰაერზე ვირუსები მალე იხოცებიან. ასე რომ ქუჩაში პირბადე მოიხსენით და სუფთა ჰაერით ისუნთქეთ…”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ...