ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მეთაურის მხრიდან რიგითს ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2020 წლის პირველ თებერვალს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

“მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს. კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გარეგნული დათვალიერებით არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით ის გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერილ იქნა აღნიშნული დაწესებულებიდან. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის მოქმედებებს და გამოძიების შედეგების შესაბამისად გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ...