ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რას ჰყვება ჩინელი მამაკაცი, რომელმაც მედიით შეიტყო, რომ კორონავირუსითაა ინფიცირებული

ჩინეთის მოქალაქე ვან იუნბინი  Chita.ru– ს რედაქციას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ის კორონავირუსით ინფიცირებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთია, რის შესახებაც რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

მან სწორედ მედიის მეშვეობით შეიტყო, რომ ახალი ვირუსით ინფიცირფებულია.

„გამარჯობა, მე ვარ ის ჩინელი ტრანს-ბაიკალის ტერიტორიიდან, რომელიც სავარაუდოდ, კორონავირუსით ინფიცირებულია. მე მხოლოდ ხველა, სხვა არაფერი მაწუხებს, ექიმები არ მეუბნებიან, რომ ინფიცირებული ვარ და ტესტის შედეგებს არ მაძლევ. ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ინფიცირებული ვარ.

თუ მართლა ვარ ინფიცირებული, ყველას ბოდიში უნდა მოვუხადო, ალბათ არსად არ უნდა წავსულიყავი, უბრალოდ, ბავშვი და ცოლი ჩამოვიყვანე და ჩინეთში დასასვენებლად წავედი. არ ვიცოდი, რომ შეიძლება დავინფიცირებულიყავი.. შედეგის მიუხედავად, დახმარების იმედი მაქვს, რადგან ჩემს შვილს აქვს ცხელება და აქვს დიარეა – ჩინური ახალი ამბებიდან შევიტყვე, რომ ეს ძალიან საშიშია, მაგრამ საავადმყოფო, სადაც ჩვენ ვართ, საკმარისი არ არის ჩვენი რეაბილიტაციისთვის.

ახლა კვირის ბოლოა და ბევრი ექიმი არ მუშაობს, აღმოვჩნდი ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცი, სჭირდება თუ არა ჩემს შვილს სასწრაფო დახმარება და ექიმებს შეუძლიათ თუ არა, დროულად მიხედონ.

ანალოგიურ შემთხვევაში, ჩინეთში, ექიმი 24 საათის განმავლობაში იმყოფება პაციენტთან, რადგან მისი მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად გაუარესდეს და საჭირო გახდეს შესაბამისი დახმარება, იმედი მაქვს, რომ ჩემს შვილის დახმარებას შეძლებენ. ჩემი ქალიშვილი მხოლოდ 2 წლისაა, ის ძალიან პატარაა.

ერთ კვირაში 6-ჯერ ავიღეთ სისხლის ანალიზი, მაგრამ არც ერთმა შედეგი არ მოგვცა.  როგორ შეუძლია პატარა ბავშვს ამდენი ანალიზი აუღონ შედეგების გარეშე?!

ჩვენ გვსურს მივიღოთ ანალიზის შედეგები, ვიცოდე, ავად ვართ თუ არა, თუ მოულოდნელად დაავადება გვაქვს, ჩემს შვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება“ – ამბობს სავარაუდო ინფიცირებული.

მამაკაცი იმ საავადმყოფოს ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და მისი ოჯახი იმყოფება.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლეგ სალაგაიმ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გასცა და უკმაყოფილო პაციენტებს ყურადღებას მიაქცევენ.

„ჩვენ ასევე ვაქცევთ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეულ პაციენტს უფლება აქვს მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის, გამოკვლევის და მკურნალობის შედეგების შესახებ” – წერს სალაგაი თავის განცხადებაში.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავდივართ, გაიზრდება დაინფიცირებულთა რიცხვი”- მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მთავრობა უკვე დაწესებულ შეზღუდვებს ...