ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

როგორ განვასხვავოთ კორონავირუსი სხვა გრიპებისგან

ვირუსი როგორც წესი ყველაზე მძიმედ ბავშვებსა და მოხუცებში მიმდინარეობს, დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, რომ მოწყვლადი ჯგუფები ამას გაუმკლავდნენ მითუმეტეს, თუ ვირუსი სწრაფად გავრცელებადია და ვაქცინაც ჯერჯერობით არ არსებობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დრომდე საქართველოში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ამჟამად დაკვირვება სამ პაციენტზე მიმდინარეობს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ კორონავირუსის სიმპტომები ნებისმიერი სხვა გრიპის ვირუსის სიმპტომებისგან არ განსხვავდება, იგი რისკჯგუფებზე რეკომენდაციისას ამბობს, რომ პაციენტმა გრიპის სიმპტომის გაჩენისთანავე ექიმს უნდა მიმართოს.

„კორონავირუსის სიმპტომები სხვა ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციის სიმპტომებისგან, მაგალითად გრიპისგან არ განსხვავდება, შესაბამისად რაიმე სპეციფიურ სიმპტომებს ვერავინ ვერ განსაზღვრავს, რომლითაც გინდა თუ არა ვთქვათ კორონავირუსზე გაჩნდება ეჭვი. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ან მოზრდილს სასუნთქი გზების ინფექცია აქვს, ექიმს უნდა მიმართოს იმიტომ, რომ თვითონ პაციენტი ამას ვერ განსაზღვრავს.

„ექიმი თუ ეჭვს მიიტანს,ამის შემდეგ უკვე შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე დიაგნოსტიკა ხდება, ანუ ამ დაავადებას სხვა რესპირაციული ინფექციებისგან არაფერი განსხვავებული სიმპტომები არ აქვს.

„უცნობ კორონავირუსს გრიპის ანალოგიური სიმპტომები აქვს, შესაძლოა ტემპერატურაც იყოს, სუნთქვის გაძნელება, ხველა და შესაძლოა ფილტვების ანთებით გართულდეს, ეს ის მძიმე შემთხვევაა, რომლისაც ყველას გვეშინია.

„განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვებმა და ხანდაზმულებმა სჯობია, რომ სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართონ ექიმს, თუ ჯანმრთელი მოზრდილია, მაშინ თუ ძალიან მაღალი სიცხე და სუნთქვის გაძნელება არ აქვს, ბინის პირობებში გააგრძელოს მკურნალობა. მაგრამ, პაციენტს თუ ტემპერატურა მაღალი აქვს და სუნთქვის გაძნელება, ძლიერი სერთო სისუსტე აქვს, სჯობია, რომ ექიმს და არ გააგრძელოს ბინის პირობებში მკურნალობა.

„თუ ბავშვს ვირუსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია ის ფაქტი, რომ ვთქვათ მშობელს სამუშაო აქვს და მისთვის ძალიან ძნელია ბავშვის სახლში დატოვება და სკოლაში არ გაშვება, მაინც რაიმე უნდა მოახერხოს და გარშემომყოფებს საფრთხე არ შეუქმნას.

“ნებისპიერი რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, როცა ბავშვს აქვს ხველა, სურდო, მით უმეტეს ტემპერატურა, საბავშვო ბაღში, ან სკოლაში არ უნდა გაუშვან იმიტომ,რომ სხვებიც დავიცვათ გადადებისგან” – ამბობს იგი.

მისივე თქმით, ამჯერად საქართველო კორონავირუსთან მიმართებაში მაღალი რისკ ჯგუფების სიაში არაა.

„კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო ჯერჯერობით მაღალი რისკის ქვეყნების სიაში არაა, რა თქმა უნდა ვირუსის გავრცელების შანსი ყველა ქვეყანაში არსებობს, იმიტომ, რომ ეს ინფექცია ადვილად და სწრაფად ვცელდება, მითუმეტეს ქვეყნებს შორის მიმოსვლა ძალიან ინტენსიურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ წუთისათვის ჩვენ მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს არ მივეკუთვნებით” – განაცხადა ბუწაშვილმა.

გამყრელიძემ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენა იზრდება, სწორედ ამიტომ, საქართველოში შესაბამისი უწყებები ყველა რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსი არ გავრცელდეს.

დღეის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 360-ს გადააჭარბა,ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 11 ათასზე მეტია, ჩინეთის გარდა კორონავირუსის 175 შემთხვევა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

პური და პურპროდუქტები ძვირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ყველაზე ...