ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

აქართველოსა და რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება – საგანგებო განცხადება

საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს მაყურებლის გარეშე გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ, მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბორჯომში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. ახალგაზრდა ...