ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

კარანტინის წესის დამრღვევბის მიმართ სანქიცები ამოქმედდება!

მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას შეეხება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. აუცილებელია, იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და წარმატებით შეძლო ამ შემთხვევების მართვა. თითოეული ასეთ შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მამუკა მდინარაძეს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც არის საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი გონივრული პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ბორჯომში მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 აპრილს, ბორჯომის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტს, დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. ახალგაზრდა ...